„აქ არჩილ სულაკაურზე , მის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, მის განვლილ გზასა და გამოცდილებაზე გვექნება საუბარი. ამ ღრმა, მრავალფეროვან, მშვენიერ სამყაროსთან ჩვენი დამოკიდებულება გვინდა გაგანდოთ, ამ სხვათაგან განსხვავებულ და გამორჩეულ მხატვრულ სინამდვილეზე ჩვენი აზრი გვინდა მოგახსენოთ.“
„ჩვენ უბრალოდ გეტყვით ჩვენს სათქმელს. არჩილ სულაკაურის მხატვრული სამყარო, ყველა სხვა სიკეთესთან ერთად, მიუხედავად მისი ღრმა შრეებისა და მეტაფორულობისა მაინც სადა და ელვარეა, როგორც ყველა ჭეშმარიტი თვალი პატიოსანი.“
„პოეტი თუ პროზაიკოსო ?! ასე კატეგორიულად დაისვა კითხვა, როცა 50-იანი და 60-იანი წლების მიჯნაზე ზედიზედ გამოაქვეყნა მოთხრობები. ახლა ამ კითხვაზე პასუხი ნათელია: ორთავ მუზის სული თანაბრად და უღალატოდ ფეთქავს მწერალში.“
„ადამიანის ცხოვრებაში დგება ჟამი, როდესაც ის საკუთარ არსებაში ეძებს თავის ნამდვილ სახეს, რათა ათრთოლებული თითებით მიეფეროს ბავშვის მზედაუკრავ კანს, სახეს ანგელოზისას და არა არსებობისთვის მებრძოლი ნადირისას, დიდია ეს სურვილი და აი მაშინ ვეძახით ჩვენს ბავშვობას უმწიკვლო სიზმრებად რომ მოგვევლინოს.“
’’არა იმიტომ, რომ დავიღალე
და მინდა, ძილში მოვითქვა სული.
ო, ღმერთო, ერთხელ, მაჩვენე, კიდევ
ძველი სიზმარი,
ო, ერთხელ, ვიდრე
მარადიული ძილი მეწვევა,
ვიდრე ჯერ კიდევ შემიძლია გამოღვიძება“
- და აი, ეს სიზმარი ასე დაიწყებოდა:
არჩილ სულაკაური დაიბადა თბილისში 1927 წლის 15 თებერვალს კინოდრამატურგის ოჯახში. „ მე მტკვრის მარცხენა ნაპირზე, ჩუღურეთში დავიბადე. მე მიყვარდა ჩემი უბანი და ვამაყობდი კიდეც, რომ მტკვარზე ვიყავი გაზრდილი, კარგად ვცურავდი და მდინარის ტალღებში შეცურებულ ნავზეც გვარიანად ვიდექი, ღონივრად ვმართავდი ხის დიდი ნიჩბითა და ხელჭოკით. ეს იყო ჩემი უპირატესობა სხვა უბნელების მიმართ.“
არჩილის მამა -სამსონ სულაკაური, კინოსცენარისტი, ქართული საბჭოთა კინოდრამატურგიის ერთ-ერთი ფუძემდებელი. მისი სცენარების მიხედვით გადაღებულია ფილმები: „შეხვედრა“, „უდაბნო“, „ქალი ხიდობანიდან“, „ორი ოჯახი“, ხოლო ფილმმა „იბრაგმი და გოდერძი“ სახელი გაუთქვა ადრეული წლების კინომატოგრაფიას. აღსანიშნავია ფილმი „ღრუბლების თავშესაფარი“, რომელიც საქართველოს მთიანეთში ცხოვრებას ასახავს. სამსონ სულაკაურმა გადასახლების მძიმე 15 წელიც გამოსცადა და რეაბილიტაცია მიიღო. გარდაიცვალა 1969 წლის 15 ივნისს.
არჩილის დედა - ქეთევან თევდორაძე- სულაკაურისა გამოირჩეოდა ქართველი ქალისთვის დამახასიათებელი თავდადებით ოჯახისა და შვილების მიმართ. როდესაც მეუღლე გადაასახლეს პოლიტიკური მუხლით, ქეთევანი 15 წლის მანძილზე მარტო ზრდიდა უმამოდ დარჩენილ შვილებს (არჩილსა და მის ძმას). სწორედ დედის ზრუნვამ და თავდადებამ იხსნა ისინი ომის მძიმე წლებში გაჭირვებისა და შევიწროებისაგან. ლია სტურუას სიტყვებს გავიხსენებ, რომელიც მწერლის ერთი სატელევიზიო გამოსვლის შემდეგ დაიწერა: „არჩილი თავისი თაობის გაწვალებულ, უმამო ბავშვობაზე ლაპარაკობდა და მაშინ ვიფიქრე, რომ ღმერთი იყო მათი მამა, ამ შესანიშნავი მწერლების, მათ ხომ სიტყვებზე ბატონობის უფლებას აძლევდა, გაორკეცებულს, სახლში უკაცობის გამო, ხოლო მათ დედებს - ერთი პურით და ხუთი თევზით ბევრი ადამიანის გაძღობის უნარს.“
"დედა"
მეუღლე - მერი პაიჭაძე;
შვილები - გიგი (მწერალი) და ლაშა (მხატვარი). სწორედ ამ ადამიანებს უძღვნა ლექსი: "სახლი, რომელიც მიყვარს".
შვილებთან საოცარი ურთიერთობა ჰქონდა, სიყვარულით და სითბოთი შერწყმული. პირველად გიგის უკითხავდა თავის ნაწარმოებებს და პირიქით, უსმენდა შვილის ლექსებს. ლაშა მხატვარია, გააფორმა მამის წიგნები.
არჩილ სულაკაური გარდაიცვალა 70 წლის ასაკში 1997 წლის 26 ოქტომბერს. მას საწერ მანქანაზე დარჩა დაუმთავრებელი მოთხრობა "დიდი სეფედავლე"
დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში
"ერთხელ არჩილმა როგორღაც მკითხა, - იხსენებს გიგი სულაკაური, - ხომ არ გინდა შენ შეადგინო ჩემი კრებული? გავიტრუნე და ხმა არ ამომიღია.კედლებს მიღმა სივრცეებს დავუწყე თვალიერება. არჩილს გაეღიმა: "ჰო, როგორც გინდა, ნება შენია." მერე დიდხანს მწყდებოდა გული ჩემი მდუმარე უარისათვის, რა ნიშნით, როგორ უნდა შემედგინა-მეთქი, ვიმშვიებდი თავს. მწყდებოდა იმიტომაც, რომ, როცა წამოვიზარდე და დავმეგობრდით, ბოლომდე, ვიდრე არ წავიდა, თითოეულ ლექსს მიკითხავდა. ლექსების ყველაზე ღრმა და შთამბეჟდავი ტვიფარი სამსობლოა, როგორც თვითონ უყვარდა თქმა. ჩემი ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრ ადამიანს შევხვედრივარ, მაგრამ ძალიან ცოტა მინახავს, ვისაც არჩილივით უყვარდა თავისი ქვეყანა,- ეს განსაკუთრებული ნიჭია."

„მოვალ, ალერსი რომ კვლავ მეგემა
და შენს ბაგეზედ დამხვდა ზაფხული,
ძველი ოცნება შემომეგება,
შენს ღრმა თვალებში შემონახული.
ალბათ , იგონებ, თუ წლების იქით
როგორ გამზარდეთ შენ და თბილისმა;
და ცრემლნარევი თვალებით გიკვირს
დავაჟკაცება შენი შვილისა.
დედა, რა მალე გავიდა წლები,
შენ თმებზე თოვლი გადაგეყარა.
მახსოვს ხელებში ამიტაცებდი,
რომ დამენახა შენით ქვეყანა.“
ძმა - კარლო სულაკაური - თოჯინების სტუდიის ცნობილი რეჟისორი იყო, მისი გადაღებულია თოჯინური
ფილმები: „ნიკო და სიკო“, „შადრევანი“, „საზამთრო“, „ჩემი ტკბილი სალამური“,
„ბომბორა“, „სალამურას თავგადასავალი“ და სხვა.
გარდაიცვალა 2000 წლის მარტში.
არჩილ სულაკაურმა დაამთავრა თბილისის 23-ე საშ. სკოლა, როგორც პოეტი, სტუდენტობის წლებიდან მონაწილეობდა უნივერსიტეტის ლიტერატურულ წრეში. უნივერსიტეტის ალმანახ „პირველ სხივში“ სისტემატურად იბეჭდებოდა მისი ლექსები. პირველი კრებული 1951 წელს დაიბეჭდა. გურამ გვერდწითელი იხსენებს: „მახსოვს, უნივერსიტეტის გადაჭედილი დარბაზი სულგანაბული რომ უსმენდა არჩილ სულაკაურს, ჯერ კიდევს სტუდენტს. იგი სცენაზე იდგა და დაფიქრებით, დინჯად, დაბალი ხმით, სევდიანადა და მორცხვად, თითქმის ჩურჩულით გვიკითხავდა საკუთარ ლექსებს. მერე ერთბაშად იფეთქებდა დარბაზი, ვეღარ იტევდა ახალგაზრდა პოეტის თაყვანისმცემელი სტუდენტების მოზღვავებულ ემოციებს. მგონი მარტო ნიკო კეცხოველი, უნივერსიტეტის რექტორი, მეცენატი, ქომაგი და მეგობარი ახალგაზრდა მწერლბისა, იჯდა ჩუმად, მაგამ ამაყად, სახე ისე გაებადრებოდა ხოლმე, თითქოს საკუთარ წარმატებას ზეიმობდა.“ მსმენელი ისე არ გაუშვებდა, სანამ ლექსს „ნუ გათათრდები“ არ წაიკითხავდა.

ასპირანტურის დამთავრების შემდეგ არჩილი სიმონ ჩიქოვანმა
მიიწვია ჟურნალ „მნათობში“ პროზისა და პოეზიის განყოფილების გამგედ 1957-1971 წლებში.
არჩილი იხსენებს: „ჩემთვის და ჩემი მეგობრებისთვის სიმონ ჩიქოვანთან მუშაობა იყო ნამდვილი
სულიერი უნივერსიტეტი...პირადად მე, ძველი თაობის მწერლებთან ძალიან ახლო, შეიძლება
ითქვას, მეგობრული ურთიერთობა მქონდა: სიმონ ჩიქოვანთან, პავლე ინგოროყვასთან და სერგო
კლდიაშვილთან... ბატონ სიმონს რომ არ შევხვედროდი, ალბათ, ჩემი ცხოვრება სხვაგვარად
წარიმართებოდა. ლიტერატურული გემოვნება, ჩემი მხატვრულ-ესთეტიკური შეხედულებები მასთან
ყოველდღიური საქმიანი ურთიერთობებით გამოიკვეთა და დადგინდა ("ლიტერატურა და ხელოვნება" 1991 წ. N1 გვ.275)“.
სწორედ „მნათობში“ მუშაობისას დაწერა თავისი პირველი მოთხრობა „ტალღები ნაპირისკენ
მიისწრაფიან“. ლიტერატურული პრესა და კრიტიკა ფართოდ გამოეხმაურა ამ ნაწარმოებს, ითარგმნა მრავალ
ენაზე, მოეწყო მოთხრობის გარჩევა,
დაიწერა მრავალი წერილი
და მას „სამოციანელთა თაობის პირმშო“
უწოდეს. მოთხრობა ინსცენირებულ იქნა და წარმატებით იდგმებოდა მარჯანიშვილისა და რუსთაველის
სახელობის თეატრების სცენებზე.
1971 წლიდან
არჩილ სულაკაური დაინიშნა გამომცემლობა „ნაკადულის“ დირექტორად. მისი ხლმძღვანელობით ჩაეყარა საფუძველი მრავალ ახალ წამოწყებას: ითარგმნა საბავშვო ნაწარმოებები; სერიების
სახით გამოიცა „სერაფიტა“, „დრო და ადამიანი“ (მცირე მატიანე), სადაც ნორჩი მკითხველი
ეცნობოდა გამოჩენილ ადამიანთა ცხოვრებას. განსაკუთრებით აღსანიშნავია „ქართული პოეზიის“ XVII- ტომეულის გამოცემა (1977-1985წწ.), რომლშიც თავმოყრილია ქართული პოეზიის საუკეთესო
ნიმუშები V საუკუნიდან მოყოლებული XX
საუკუნის ჩათვლით.
„ერთხელ არჩილს დაავალეს ოცთაბახიანი წიგნის რუსულ ენაზე
გამოცემა. ბატონი არჩილი სასტიკი წინააღმდეგი წავიდა, არ გამოსცა და ქართულ საბავშვო წიგნებს ქაღალდი
შეუნარჩუნა. ასევე სასტიკი უარი თქვა გამომცემლობა „ნაკადულში“ რუსული რედაქციის
გახსნაზე,“- იხსენებენ რედაქციის თანამშრომლები („ლიტერატურული საქართველო“
1998წ. N48).
საბავშვო ლიტერატურის მნიშვნელობას, მოზარდ თაობაზე
ზრუნვას მიუძღვნა წერილები: „ჩვენი მუდმივი საზრნუნავი“(„თბილისი“1980წ.); „ბავშვებს
საუკეთესო წიგნები“ („თბილისი“ 1973წ.); „სკოლაში ბავშვის აღზრდაზე სკოლამ უნდა იზრუნოს“
(„სახალხო განათლება“ 1997წ.). მისი პირველი საბავშვო ნაწარმოებია პოემა „თავნება ბაჭიები“(ჟურნალი
„დილა“ 1955წ. N2).
ზღაპარი “სალამურას
თავგადასავალი“ იბეჭდებოდა ჟურნალ ცისკარში
(1967 N2,3,4). 1971 წელს ამ ზღაპრისთვის მიენიჭა
შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია. დაიდგა რუსთაველის თეატრში რობერტ სტურას
რეჟისორობით.
“ქართული ფილმის” მიერ გადაიღეს
ფილმები: „ერთი ცის ქვეშ“(რეჟისორი ლ.ღოღობერიძე 1961წ.); „ბიჭი და ძაღლი“ (რეჟისორი
თ.გოშაძე 1971წ.); „ზევით და ქვევით“ გადაიღეს „ზღარბის“ სახელწოდებით (რეჟისორი ა.ნინუა
1979წ.).
1981 წლიდან არჩილ სულაკაური ჟურნალ „მნათობის“ მთავარი
რედაქტორია. სამოქალაქო ომის დროს, განუკითხაობისა და სისასტიკის პერიოდში „მნათობის“
რედაქცია ქუჩაში აღმოჩნდა. არჩილი თავგამოდებით იბრძოდა რედაქციის ბინისთვის, ტირაჟისთვის,
ქაღალდისთვის. საქართველო, ქართული საზოგადოება იყო მისი ფიქრის მთავარი საგანი. მწერალს აწუხებდა ქვეყნის ზნეობრივი დაცემა, უსამართლობა
ყოველ ნაბიჯზე:
„ტაძრის კაებთან მდგარი დილიდან
სამრეკლოს ზარებს დაველოდები,
საქართველოში რა ადვილია,
გადაგაბრალონ სხვისი ცოდვები.
გულთამხილაო, რამეთუ ვიცი
გაუტანლობა ამ წუთისოფლის,
ძნელია მაინც, ვიტვირთო სხვისი,
როდესაც ჩემი ცოდვებიც მყოფნის.
ღამე ვათიე თუ არ ვათიე,
სიზმარშიც შენი სანთელი მენთო
ისევ შემინდე და მაპატიე
ჩემიც და სხვისი ცოდვებიც, ღმერთო!“
მწერლის
საუკეთესო მოთხრობები "ჩუღურეთულ ციკლს" მიეკუთვნება. მდინარე მტკვარი განსაკუთრებული თემაა მის შემოქმედებაში. მტკვარი მისი ბავშვობის მდინარეა: "ახლა დრო და დრო მესიზმრება მტკვარი, ჩემი ძველი მდინარე - კეთილიცა და დაუნდობელიც, მესიზმრება ისეთი, როგორიც თვითონ ცხოვრებაა, მესიზმრება ისეთი, როგორიც ოდესღაც, ბავშვობისას მინახავს. ღრმად ვარ დარწმუნებული, დღეს სულ სხვა კაცი ვიქნებიდი,ცხოვრების გზაზე მტკვარი რომ არ შემხვედროდა."მეუღლე - მერი პაიჭაძე;